დისნეიმ "მეფე ლომის" ფილმის გამოშვება 2019 წელს დაანონსა და მასში ბიონსე როლზე დაამტკიცა.
დისნეიმ მსახიობთა შემადგენლობა გუშინ, 1 ნოემბერს ინსტაგრამზე დადო. ბიონსე ნალას როლზე დაამტკიცეს. მომღერალთან ერთად, ემის მფლობელი დონალდ გლუვერი მთავარ როლს - სიმბას შეასრულებს. წამყვანი ჯონ ოლივერი კი ზაზუს როლს მოირგებს.
პირველად მეფე ლომი 1994 წელს გამოვიდა და ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციაა - 968.8 მილიონი ამერიკული დოლარით.