საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო, ამაღამ, 00:00-დან 07:00 საათამდე, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება.
"დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს, 00:00-დან 07:00 საათამდე, რუსთაველის გამზირი ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს გიხდით”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.