მას [აფგან მუხთარლის] 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რამდენიმე დღეში ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ის ერთადერთი პოლიტიკური პატიმარია, რომელსაც თავისი ოჯახის წევრის დაკრძალვაზე დასწრების ნებართვა არ მისცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება აფგან მუხთარლის, როგორც ტერორისტს, ისე ექცევა.
რაც შეეხება საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებს, საქართველოს პროკურატურა ამ საქმესთან დაკავშირებით ძილის რეჟიმში მოქმედებს. როგორც პოლიცია, ასევე პროკურატურა საქართველოს მთავრობის, კერძოდ პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის ინსტრუქციების თანახმად მოქმედებს. ეს უწყებები არ არის დამოუკიდებელი და ისინი ხელს აფარებენ სახელმწიფო ჩინოვნიკებს, რომელიც აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში უკანონოდ გადაცემაზე დათანხმდნენ. რვა თვე გავიდა და არავისთვის წაუყენებიათ ბრალი.