თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუდენტების ნაწილი არ შეუშვეს. აუდიტორია 115-ის წევრებს პრემიერის დაცვამ დარბაზი დაატოვებინა. ღონისძიებას სწორედ პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ესწრებიან.
სააქტო დარბაზში ადგილების სიმცირის გამო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ყველა სტუდენტის და ლექტორის მოწვევა ვერ შეძლო. მათი განცხადებით, ღონისძიებას მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები დაესწრებოდნენ.
აუდიტორია 115-ის წევრების პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია. სტუდენტური ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის, გიორგი არობელიძის თქმით, თუ დასწრება აკადემიური მოსწრების მიხედვით ხდება, შეამოწმონ მათი ქულები.
სააქტო დარბაზი, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ, მედიასაც დაატოვებინეს.