ყაჩაღობა

ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

Getty Images

დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული რუსთავის რაიონულმა სასამრთლომ დამნაშავედ ცნო და 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 მაისს, 09:25 საათიდან 09:40 საათამდე დროის შუალედში, ზ.თ. ქ. რუსთავში ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს რუსთავის ფილიალში მივიდა და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“-ს კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 28 710 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ზ.თ. 2017 წლის 29 მაისს ქ.რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები