გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, შესაძლოა - ძლიერი. სინოპტიკოსები მიზეზად შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას ასახელებენ.
კახეთის რეგიონში შესაძლოა, სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია 3 - 4 ბალიანი ღელვა.
"ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია 5 აპრილამდე მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს" - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო.