გვატემალაში ვულკანი ფუეგო (ცეცხლის ვულკანი) ამოიფრქვა. დაიღუპა სულ მცირე 25 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
ვულკანი დედაქალაქიდან 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. ლავამ ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია.
მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. კვამლის და ფერფლის გამო დაიხურა დედაქალაქის აეროპორტი.
პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ისრაელმა განაცხადა, რომ გვატემალას დახმარებას აღმოუჩენს.