ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დღეის მდგომარეობით და ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა არც ბასიანით და არც დამთავრდება ბასიანით. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ იარსებებს დახურული სივრცეები, როცა საკითხი ეხება ნარკოტიკებს, და ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სახის ნარკოტიკებთან ბრძოლა იყოს ეფექტური. თუმცა , რა თქმა უნდა ნარკოტრაფიკი და ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ტრანსსასაზღვრო პრობლემა, ამიტომ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო პარტნიორები გვეხმარებიან ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ პარლამენტთან ერთად, განსაკუთრებით ახალი ნარკოტიკების გაჩენის ნაწილში. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ აპრილში აკრძალული ნარკოტიკების ახალ სიაში მეფედრონი შეიყვანა პარლამენტმა და დღეს უკვე ეს არის დასჯადი ქიმიური შემადგენლობა, ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ბევრს, არ გავალ ეხლა კონკრეტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში, მაგალითად ამოღებულია 13 კგ ჰეროინი და. ა.შ. ვთვლი, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა უნდა იყოს არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი, არამედ ყველა ჩვენთაგანის პრიორიტეტი, როგორც საკანონმდებლო ასე ოპერატიულ დონეზე. ჩვენ მზად ვართ ეფექტურად განვახორციელოთ ჩვენი უფლებამოსილება და იმედი გვაქვს, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაში, ისევე როგორც ქურდული სამყაროს მიმართულებით მოხდა, პარლამენტი დაგვიჭერს მხარს.
tbl.ge/2zjp
დაკოპირდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ნარკოპოლიტიკისა და ნარკოტიკებთან ბრძოლის გზების შესახებ საქართველოს პარლამენტში.
ამავე თემაზე
- გომელაურის თქმით, 7 ნარკოტიკულ საშუალებაზე კონკრეტული ოდენობები განისაზღვრება
- NGO-ები: ნარკოპოლიტიკა სისტემურ რეფორმას საჭიროებს
- SJC: დასჯის ნაცვლად, ზომები ნარკომომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული
- SJC: საგანგაშოა ღარიბაშვილის რიტორიკა ნარკოპოლიტიკის გამკაცრების თაობაზე
- ღარიბაშვილი: ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს მუშაობა უნდა დავაწყებინოთ