კრიმინალი

სვანიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

flickr

თბილისში სვანიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები.

შსს-ს ცნობით, "ცხედარი გახრწნილია". ის ექსპერტიზაზე გადაასვენეს. 

კომენტარები