რაც შეეხება ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატს, ჩვენი შიდა სამუშაო რეჟიმი გრძელდება, თუმცა, კონტურები ცალკეულ, მათ შორის, პარტიის ლიდერის მხრიდანაც გამოიხატა უკვე, რა იქნება განმსაზღვრელი გადაწყვეტილების მიღების დროს. მე პირადად მიმაჩნია, რომ საინტერესო და დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და კარგი იდეაა, რომ მმართველმა პარტიამ არა მხოლოდ საკუთარ ლიდერებში და საკუთარი გუნდის შიგნით ეძებოს კანდიდატები, არამედ, შესაძლოა, განვიხილოთ ვერსია, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს, ან არა ჩვენს პარტიულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. მას შემდეგ რაც დასახელდება ყველა კანდიდატი, ვინც აპირებს მონაწილეობას საპრეზიდენტო მარათონში, მმართველი გუნდიც ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. მომწონს იდეა, რომ იყოს ქალი და იყოს დამოუკიდებელი. ეს იდეები, მე პირადად, ძალიან მომწონს.
საპრეზიდენტო არჩევნები 2018
ბესელია: მომწონს იდეა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს ქალი და იყოს დამოუკიდებელი
tbl.ge/31wv
დაკოპირდა
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ
ამავე თემაზე
- სააკაშვილი: 2018-ში რომ არ ყოფილიყო ბაქრაძის კანდიდატურა, ოპოზიცია პირველივე ტურში მოიგებდა
- პრემიერი: ევროპარლამენტში ბევრი მეგობარი გვყავს, მათი რჩევები ჩვენთვის მნიშვნელოვანია
- ევროპარლამენტარები მამუკა ბახტაძეს ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ
- საარჩევნო სისტემა - ევროპარლამენტარები მოგერინის მოუწოდებენ, მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს
- ბესელია: ზურაბიშვილი თავისთავში ატარებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას