NDI-ის კვლევა

NDI: 57% ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას "ცუდად" აფასებს, 3% - "კარგად"

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 3% მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა კარგია. 

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას, 57% პასუხობს, რომ "ცუდად". ეს მაჩვენებელი 2016 წლის მარტში - 66% იყო.

გამოკითხულთა 38% ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას "საშუალოდ" აფასებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები