გილოცავთ დღევანდელ დღეს, ილიაობას, წინასწარმეტყველ ელიას ხსენების დღეს, წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, ანგელოზის დღეს.
უწმინდესო, თქვენს მიმართ უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე, ამ დღეს აქვს გამორჩეული და განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. თქვენ, თქვენი სიცოცხლე მიუძღვენით სამშობლოს, მის სიყვარულს, ჩვენს სულიერებას და თქვენს მიმართ ყოველთვის უდიდესი მადლობა უნდა გამოვხატოთ.
თქვენთან თითოეული შეხვედრა ჩვენთვის არის უდიდესი ბედნიერება.
თქვენ ბრძანდებით არა მხოლოდ ჩვენი უდიდესი სულიერი მოძღვარი, არამედ მსოფლიო მასშტაბის სასულიერო მოღვაწე.
მინდა გისურვოთ მხნეობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.