არავითარი სიკეთე ჯონ მაკკეინს საქართველოსთვის არ მოუტანია. პირიქით, მისი როლი საქართველოსთან დაკავშირებულ გეოპოლიტიკურ პროცესებში და საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო მხოლოდ საზიანო ჩვენთვის. მაკკეინი წლების მანძილზე ლობირებდა და ხელს აფარებდა წინა ხელისუფლების ანტიჰუმანურ, არაადამიანურ ქმედებებს. ახლა ის წავიდა. რეალურად ერთით ნაკლები პრობლემა ექნება საქართველოს. ამავდროულად, მაკკეინი იყო მამაცი და შეუპოვარი, როგორც ამერიკის ჯარისკაცი, მაგრამ ისტორია მრავლად იცნობს ადამიანებს, რომლებსაც სიმამაცე არ აკლდათ, მაგრამ აკლდათ სულიერი სიკეთე.
tbl.ge/33eu
დაკოპირდა
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ჯონ მაკკეინის შესახებ შესახებ, სოციალურ ქსელში ერთერთი პოსტის ქვეშ კომენტარს წერს. ტაბულასთან საუბარში ინაშვილი ამბობს "ჩემი კომენტარია, ვადასტურებ, ზუსტად ასე ვფიქრობ."
ამავე თემაზე
- კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი დაარქვეს
- "შეიძლება ამ საკითხის განხილვა" - კალაძე რომელიმე ქუჩისთვის მაკკეინის სახელის დარქმევაზე
- სინდი მაკკეინი ქმარს ემშვიდობება
- ევროპული საქართველო: დაერქვას თბილისის რომელიმე ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი
- ბახტაძე მაკკეინის დაკრძალვას არ დაესწრება, ამბობს რომ აშშ-ში გუნდის წევრები ჩავლენ