საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ დიღომში მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ძროხა ამწით ამოიყვანეს.
დიდგორის ქუჩაზე მცხოვრებმა ერთერთმა მოქალაქემ მაშველების დახმარება მას შემდეგ ითხოვა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მისი შინაური ცხოველი სახლში არ დაბრუნდა, მოგვიანებით კი ჭაში ჩავარდნილი იპოვა.
შინაური ცხოველი მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს.