იტალიურმა მოდის სახლმა Dolce & Gabbana-მ მილანში 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა.
მოდის სახლი ამჯერადაც ფუფუნებით, უნიკალურობითა და ჩვეული ექსტრაორდინალური სამოსით გამოირჩეოდა.
გარდა ულამაზესი სანახაობისა, პოდიუმზე გამოვიდნენ იტალიელი მსახიობები მონიკა ბელუჩი და იზაბელა როსელინი. ასევე, საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი, ევა ჰერცოგოვა და სხვები.