არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილს 92 შემომწირველიდან, 84-მა სიმბოლური 30 თეთრი გადაურიცხა

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური

პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 5-25 სექტემბრის პერიოდში, 84-მა მოქალაქემ 30 თეთრი გადაურიცხა. ამ პერიოდში, სალომე ზურაბიშვილს სულ 92 შემომწირველი ჰყავდა. კამპანიის - "ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად" - ფარგლებში, მოქალაქეები ზურაბიშვილს სიმბოლურ 30 თეთრს 14 სექტემბრიდან ურიცხავდნენ.

დარჩენილი 8 შემომწირველიდან, ერთმა სალომე ზურაბიშვილს ასევე სიმბოლური 5 თეთრი გადაურიცხა. 

პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია თავად პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა თავის Facebook-გვერდზე გაასაჯაროვა.

სალომე ზურაბიშვილის ყველაზე მსხვილი შემომწირველები (50 000 - 50 000 ლარი) ბიზნესმენები ვახტანგ ლაღიძე და დავით თოფურიძე არიან. 

ზურაბიშვილი პრეზიდენტობისთვის კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის, თუმცა, მას მხარს მმართველი პარტია, ქართული ოცნება უჭერს. 

საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს 28 ოქტომბერს აირჩევს. 

კომენტარები