თბილისში, მრგვალ ბაღთან, 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მამაკაცი ბაღთან, ავტოსადგომზე მუშაობდა. როგორც ცნობილია, გარდაცვალებამდე მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.