ცესკოს ინფორმაციით, მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 56,23% შეადგინა.
ეს 1 975 845 ამომრჩეველია.
ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, ამ მონაცემებში არ შედის საზღვარგარეთის უბნები.
პირველ ტურში ამავე დროს ამომრჩეველთა აქტივობა 46.74%-იყო - 1 637 956 ამომრჩეველი.
დღეს არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რიცხვი პირველ ტურზე მისულთა რიცხვზე 337 889-ით მეტია.
ყველაზე მაღალი აქტივობა იყო ქედაში - 72,73%
ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში - 43,12%
საქართველო დღეს პრეზიდენტს გამონაკლისის სახით, 6 წლის ვადით ირჩევს. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც პირდაპირი ხმის მიცემის წესით ტარდება. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.