უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გოლის ავტორად კატალონიის ბარსელონას ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი დასახელდა. ამის შესახებ უეფას ოფიციალური საიტი იუწყება.
რაკიტიჩმა ეფექტური გოლი ლონდონის ტოტენჰემთან მატჩში (4:2) გაიტანა. ხორვატმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
რაკიტიჩის კონკურენტები მაურო იკარდი (გოლი ტოტენჰემის კარში), კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედის კარში) და უსმან დემბელე (ტოტენჰემის კარში) იყვნენ.