ამერიკელი მსახიობი კრის პრატი, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის და ასევე მსახიობის არნოლდ შვარცენეგერის შვილზე დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა instagram-ის გვერდზე გაავრცელა.
"ძვირფასო კეტრინ, მე ისეთი ბედნიერი ვარ რომ შენ დამთანხმდი, ძალიან აღელვებული ვარ, რადგან შენზე ვქორწინდები!",- წერს 39 წლის მსახიობი.
"გალაქტიკის მცველების" ვარსკვლავი მანამდე მსახიობ ანა ფერისზე 8 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. წყვილი 2017 წელს დაშორდა. მათ ერთი შვილი ჰყავთ.
ფერისმა ყოფილ ქმარს ნიშნობა მიულოცა.
"თქვენ ორის გამო ძალიან ბედნიერი ვარ!",- წერს მსახიობი ფოტოს კომენტარებში.