ჯენიფერ ლოპესმა ნიშნობის ფოტოები გაავრცელა.
ყოფილმა სპორტსმენა, ალექს როდრიგესმა საყვარელ ქალს რამდენიმე დღის წინ ხელი სთხოვა და ინსტაგრამზე ფოტოც გამოაქვეყნა, წარწერით - "She said yes".
ინფორმაცია instagram-ზე მომღერალმაც დაადასტურა და ნიშნობის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ როდრიგესმა ლოპესს 4 მილიონად შეფასებული ბეჭედი აჩუქა.
წყვილი უკვე 2 წელია ერთადაა. ლოპესი სამჯერ იყო დაქორწინებული. როდრიგესი ერთხელ. მათ წინა ქორწინებიდან შვილებიც ჰყავთ.