ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 38% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხულთა 30% ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.
29%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხულთა უმეტესი, 81%-ის აზრით, არასწორი გზით განვითარება ფასების ზრდის/ინფლაციის ნაწილს ეხება. 15% ფიქრობს, რომ ამ მხრივ ვითარება უცვლელია და მხოლოდ 4% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ინფლაციის კუთხით სწორ გზას ადგას.
47%-ის პროცენტის აზრით, ქვეყანა არასწორი გზით მიდის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. 45% ფიქრობს, რომ მდგომარეობა უცვლელია, 4%-ის აზრით, სწორი ნაბიჯები იდგმება.
გამოკითხულთა აზრით, ყველაზე სწორად საქართველოში სიტყვის თავისუფლების კუთხით იდგმება ნაბიჯები - 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით სწორი გზით ვითარდება. 31% ფიქრობს, რომ ვითარება უცვლელია, 19%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
- ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება - სწორი გზით მიდის - 42%, საერთოდ არ იცვლება - 29%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 26%;
- ევროკავშირში გაწევრიანება - სწორი გზით მიდის - 38%, საერთოდ არ იცვლება - 37%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 13%;
- მედიის დამოუკიდებლობა - სწორი გზით მიდის - 37%, საერთოდ არ იცვლება - 32%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 19%;
- განათლება - სწორი გზით მიდის - 35%, საერთოდ არ იცვლება - 30%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 28%;
- ადამიანის უფლებები - სწორი გზით მიდის - 30%, საერთოდ არ იცვლება - 35%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 29%;
- ნატოში გაწევრიანება - სწორი გზით მიდის - 29%, საერთოდ არ იცვლება - 41%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 15%;
- სამართლიანი არჩევნები - სწორი გზით მიდის - 28%, საერთოდ არ იცვლება - 29%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 35%;
- სასამართლო სისტემა - სწორი გზით მიდის - 16%, საერთოდ არ იცვლება - 30%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 33%;
- კორუფცია - სწორი გზით მიდის - 15%, საერთოდ არ იცვლება - 34%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 34%;
- კრიმინალი - სწორი გზით მიდის - 13%, საერთოდ არ იცვლება - 29%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 53%;
- პენსიები - სწორი გზით მიდის - 12%, საერთოდ არ იცვლება - 47%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 38%;
- სამუშაო ადგილები - სწორი გზით მიდის - 11%, საერთოდ არ იცვლება - 44%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 43%;
- სიღარიბე - სწორი გზით მიდის - 7%, საერთოდ არ იცვლება - 40%, არასწორი მიმართულებით ვითარდება - 53%;
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.