საქართველოს პარლამენტი

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია, დღეს გაიხსნება

პარლამენტი

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია, დღეს გაიხსნება.

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე შენობაში გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ახალი რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.

კობახიძის პარლამენტში გამოსვლას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრებიან.

კომენტარები