BTS-მა ისტორია შექმნა - ის პირველი სამხრეთ კორეული პოპ-ჯგუფია, რომელიც გრემის დაჯილდოების ნომინანტი იყო.
ჯგუფმა ასევე წარადგინა ნომინაცია Best R&B album და გრემის მფლობელიც დაასახელა.
ჯგუფის წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ გრემის სცენაზე ყოფნა მათი ოცნება იყო და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან.
"ბითიესმა კორეის სიამაყე აჩვენა და გრემის წითელი ხალიჩა მოიგო.
როდესაც ცნობილი გახდა, რომ გრემის დაჯილდოებას ბითიესიც დაესწრებოდა, იმაზე ფიქრი დავიწყეთ, რომელი დიზაინერის ტანსაცმელს ჩაიცვამდნენ ისინი. იქნებ დიორის, კიმ ჯონსის. ბიჭები მას ლოს ანჯელესში ხომ შეხვდნენ? ან იქნებ გუჩი? თუმცა ვიცოდით, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჯგუფის პოპულარობა მასზეც აისახებოდა.
თუმცა ბითიესის დიზაინერები სამხრეთ კორეელები აღმოჩნდნენ. ვის, ჯონგუკის, ჯიმინის, შუგას, ჯინის და არემის ტანსაცმელი JayBaek Couture-შექმნა, ხოლო ჰოსოკის სმოკინგის დიზაინერი კიმ სო რიონგია," - წერს ვოგი.
BTS-ზე ყველა საუბრობს, მათ შორის არიან: YouTube, Mwave, Radio Disnay, Cosmopolitan, MTV, E! News და ა.შ.
ტვიტერზე #TearItUpBTS ტრენდი იყო.
დაჯილდოებიდან არაერთმა სელებრითმა დაწერა ბიჭებზე.
ბითიესის ალბომი Love Yourself: Tear ნომინირებული იყო გრემიზე, როგორც საუკეთესო გარეკანის ალბომი, თუმცა ვერ გაიმარჯვა.
დაჯილდოება დღეს, ჩვენი დროით დილის 5 საათზე გაიმართა.
BTS შვიდი წევრისგან შედგება (RM, JIN, SUGA, J-HOPE, JIMIN, V, JUNGKOOK). ჯგუფი კომპანია Big Hit Entertainment-მა დააარსა. მისი დებიუტი 2013 წლის 12 ივნისს შედგა, სიმღერით "No More Dream".
ბითიესი ქეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო, ხოლო სიმღერა Idol-მა იუთუბზე 24 საათში 56 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა.