მანჩესტერ იუნაიტედისა და პარი სენ-ჟერმენის მატჩში (0:2), კურიოზული ეპიზოდი მოხდა. კუთხურის ჩაწოდებამდე, პსჟ-ს ნახევარმცველ ანხელ დი მარიას ტრიბუნიდან ლუდის ბოთლი ესროლეს. არგენტინელი არ დაიბნა, ბოთლი აიღო და ლუდის დალევის იმიტაცია გააკეთა, შემდეგ კი, კუთხური ჩააწოდა.
პსჟ-ში გადასვლამდე, დი მარია მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა და ამის გამო, ინგლისელი ფანები არგენტინელს მთელი მატჩის განმავლობაში ობსტრუქციებს უწყობდნენ. დი მარიამ მანჩესტერთან მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა.