დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ნარჩემაშვილი: ეკა ბესელიასთან ფრაქციაში არ ვიქნები

ეკა ბესელიასთან ფრაქციაში არ ვიქნები. შემიძლია მე დადასტურებულად გითხრათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემთვის იმთავითვე პოლიტიკაში ყოფნის მიზანი იყო, ვყოფილიყავი ისეთ პოლიტიკაში, სადაც იქნებოდა არაპერსონალისტური დამოკიდებულებები. მნიშვნელოვანი იქნებოდა იდეოლოგიურ ნიადაგზე ოპონირება. ამის იმედი მაქვს მომავალშიც, რომ ასე გაგრძელდება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეოლოგიას, რომელიც არის სოციალ-დემოკრატიული, მიეცეს გასაქანი ჩვენთან, როგორც ხელისუფლებაში. 

ალბათ, სავარაუდოდ, ჩვენი პოზიციების შეჯერებიდან გამომდინარე, მოგვიხდება გუნდის დატოვება, მაგრამ რაც შეეხება რებრენდინგს, მე ვთვლი, რომ ყველა იმ ვითარებაში, როცა ხდება არჩევნების მოახლოება, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ცდილობდეს განახლებას, თუმცა ჩემთვის ნეიტრალური დამოკიდებულება ზოგადად სიახლესთან დაკავშირებით არის სხვაგვარი. ვფიქრობ, რომ ახალი უნდა იყოს კვალიფიციურიც. უნდა იყოს სარგებელი მისით გამოწვეული. მე ამას არ ვამბობ ქართულ ოცნებასთან მიმართებით, ზოგადად ვამბობ, ყველა პოლიტიკურ ძალასთან მიმართებით, თუმცა სურვილი იმისა, რომ განახლდეს გუნდი, ძალიან მნიშვნელოვანია

ურავლესობის დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ. დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ პარლამენტში ახალი ფრაქციის შესაქმნელად კონსულტაციები გრძელდება. მისივე თქმით, გაერთიანდებიან სამართლიანობისა და გამართული მართლმსაჯულების იდეის ირგვლივ.

კომენტარები