საქართველოს პარლამენტი

მარშანია წულუკიანს: უნამუსოდ და უსინდისოდ იქნევთ სამთავრობო ლოჟიდან თავს

თქვენ მე ჭკუაც რომ გასწავლოთ რაღაც საკითხებში, უნდა მიიღოთ ეს. პირველი ჭკუის სწავლება ჩემგან - მე მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით მინისტრის რანგში და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს უნდა უპასუხოთ თანაბრად ზედმეტი კეკლუცობისა და თავხედობის გარეშე, უტაქტო და ზოგჯერ უზრდელი ტონალობის და პასუხების გარეშე, ამის შეხსენება მინდა თქვენთვის. თქვენი გუშინდელი დღის აქ ნარცისობა ვიხილეთ ჩვენ, თურმე იუსტიციის დარგში თუ რამე მიღწევა ყოფილა თქვენი დამსახურებაა, მე ეს მიხარია და აღვნიშნე კიდევაც, თუმცა თქვენ, თურმე, კონპლიმენტის, შექების და კარგი მუშაობის შედეგის დანახვის დაფიქსირების ღირსი არ ყოფილხართ.

რატომ ატრიალებთ უნამუსოდ ჩემს შეკითხვებს თქვენდამი, ეს არის უნამუსო ილეთი, იმიტომ ხომ არა, რომ მე თქვენ მთავარი გკითხეთ გუშინ, აშკარად გამოჩნდა გუშინ, უკვე მერამდენედ, რომ თქვენ ხელების დაბანა გინდათ და ისე გინდათ წარმოადგინოთ მდგომარეობა, რომ ეს უბედურება რაც მივიღეთ ჩვენ ამ სასამართლო სისტემის ე.წ რეფორმით, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ და ჩვენ თვალწინ იბანთ ხელებს. ახლა თქვენ უნამუსოდ და ყოვლად უსინდოსიდ თავს იქნებთ სამთავრობო ლოჟიდან, რა უნდა ელაპარაკო ასეთ უნამუსო ადამიანს და ეს ადამიანი მინისტრი უნდა იყოს იუსტიციის? 

ასე მიმართა პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მაშანიამ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს.

კომენტარები