შრომის უსაფრთხოების მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან დაწყებულმა აქციამ "დროა, ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ" ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა მოაწყვეს და გზა გადაკეტეს.
ისინი ჭაჭავაძის N5-თან იმყოფებიან, სადაც მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. აქციის მონაწილეები ადგილზე მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაშლას არ აპირებენ.
სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, 40 წლის კაცს კი, 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.