27-28 აპრილს თურქმენეთში ეროვნული დღესასწაული - ახალტეკური ცხენის დღე აღნიშნეს.
ამ დღის პატივსაცემად, თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუხამედოვმა თავის ცხენს, როვაჩს უმღერა.
პრეზიდენტმა სიმღერა შვილიშვილებთან ერთად შეასრულა, სიმღერის ტექსტის ავტორი თავად პრეზიდენტია, ხოლო მუსიკა მის ერთ-ერთ შვილიშვილს ეკუთვნის.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბერდიმუხამედოვმა იმღერა. 2018 წელს მან საახალწლო კონცერში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი სიმღერა შვილიშვილებთან ერთად 3 ენაზე შეასრულა.