ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონში ჟო ვილფრიდ ცონგა დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Facebook/Nikoloz Basilashvili

საქართველოს პირველმა ჩგნამა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის ტურნირის 1/4 ფინალში ფრანგ ჟო ვილფრიდ ცონგას (85) 6:4, 6:4 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

ბასილაშვილი ტურნირზე მეორე წრიდან ჩაება და მერვედფინალში 28 წლის ტრისტან ლამასინის 7:5, 7:5 სძლია. 2017 წელს, ბასილაშვილს ცონგასთან ამავე ტურნირის ნახევარფინალში 2:6, 6:3, 1:6 ჰქონდა წაგებული.

ტურნირის საპრიზო ფონდი 501 345 ევროა, გამარჯვებული 85 945 ევროს მიიღებს, ხოლო ფინალისტი 45 265-ს.

კომენტარები