სააკაშვილი უკრაინაში

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩაფრინდა - [Video]

რუსთავი2

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩაფრინდა. მას კიევის ბორისპოლის აეროპორტში პოლიტიკოსები ჟურნალისტები და მხარდამჭერები დახვდნენ. 

მხარდამჭერები ცეკვავენ, მღერიან, უკრავენ და სააკაშვილს ტაშით ხვდებიან.

"ხომ ხედავთ, ხალხის ემოცია როგორია, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრს ვუყვარვარ. მესაზღვრეებიც ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ. მესაზღვრე გოგონამ მითხრა, რომ მოგვენატრეთო",- უთხრა სააკაშვილმა რუსთავი2-ს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ, 28 მაისს დაუბრუნა. 

კომენტარები