კრიმინალი

ჩხოროწყუში 19 წლის მამაკაცი დაჭრეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ჩხოროწყუში 19 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღით 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენეს. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მალევე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები