გასულ კვირას, ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ.
დაშორების შემდეგ ირინა შეიკი პირველად გამოჩნდა სოციალურ ქსელში - მან ინსტაგრამზე სურათები დადო, რითიც საზოგადოებას ამცნო რომ ისლანდიაშია.
წყვილს ერთი საერთო ქალიშვილი ყავს. ირინა შეიკის ისლანდიაში წასვლამდე, ისინი დაშორების მიუხედავად მაინც ერთ სახლში ცხოვრობდნენ, რათა "შვილი არაფერს არ მიმხვდარიყო".
ამასთან ერთად, გავრცელებული ცნობით, ურთიერთობის დასრულების ინიციატორი ირინა შეიკი იყო, რადგან “ის დაიღალა ბევრი ჩხუბით” და “ვერ იღებდა იმ მხარდაჭერას, რაც ჭირდებოდა”.