საკმარისი იყო აქციაზე ვინმეს ხმა ამოეღო, ან რამე გაეკეთებინა, იქვე აპატიმრებდნენ და მიათრევდნენ საპყრობილეში და, აი, იმ ათ ცალ სკვინტლიან პერვერტს ეფოფინებოდნენ, როგორც კერპებს, როგორც რაღაც იდოლებს, რომელთა შიში აქვთ. ეგეთი ბრძანება აქვთ და, აი, მაგ ბრძანების გამცემ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა, ვუთხრა - არაფერი შეგეშალოთ. ჩვენ არ მოგცემთ უფლებას კორდონების ჩაყენებისა ამ კვირაში და მაგათ მიერ რაიმე საჯარო აქციების ჩატარებისა. კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაზე, ტბაში თუ ტყეში. ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ. როგორ ვიზამთ ამას, რანაირად ვიზამთ ამას, ამაზე შევთანხმდებით ხვალ
tbl.ge/3rr6
დაკოპირდა
პრორუსმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ მორიგ სიძულვილით სავსე ვიდეო მიმართვაში ისაუბრა, სადაც "მხოლოდ კაცებს" 16 ივნისს, 20:00 საათზე ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდა, რათა იქ იმსჯელონ იმ გზებზე, თუ როგორ ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდის კვირეულს.
ლევან ვასაძეთბილისი პრაიდიპრაიდის კვირეულილგბტ უფლებებიადამიანის უფლებებირუსული პროპაგანდასიძულვილის ჯგუფები
ამავე თემაზე
- "დღემდე ვერ ხერხდება ძალადობის პრევენცია" - ლომჯარია თბილისი პრაიდის წარმომადგენლებს შეხვდა
- 3 მიმდინარე გამოძიება, 1 ჯარიმა – შსს თბილისი პრაიდის ოფისზე უკანონო ქმედებების შესახებ
- დავით ბერძენიშვილი: თბილისი პრაიდი იყო მიღწევა - გავიგოთ, თანასწორობა ყველაზე მაგარი რამაა
- Tbilisi Pride: შსს-მ ომბუდსმენის მეშვეობით შემოგვითვალა - "რაც გინდათ, ის ქენით"
- თაბაგარი: თბილისი პრაიდი შედგა, მომავალ წელს უფრო მეტნი ვიქნებით