ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულები ალბათ ადგილს ვერ პოულობენ. გეგმა ეს არ იყო თავიდან განსაზღვრული. სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი
კილაძე გავრილოვზე: სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულები ალბათ ადგილს ვერ პოულობენ
ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტში იყო დაგეგმილი. იმ ფაქტმა, რომ რუსი დელეგატი, დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავეს. სიტყვიერი დაპირისპირებების შემდეგ გადაწყდა, რომ ასამბლეის სხდომა პარლამენტში აღარ ჩატარდება. გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანა დაგმო ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა, ასევე პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. ღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია.
ამავე თემაზე
- კალაძე გავრილოვზე: გააზრებული მაქვს ის დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა ჩვენმა გუნდმა
- მამა ანდრია გავრილოვზე: ხელახალი ოკუპაციაც შეიძლება ეწოდოს ამას
- ვატო შაქარაშვილის პარლამენტთან აქციაზე მისვლას დაპირისპირება მოჰყვა
- სესიაშვილი: კობახიძემ ფორუმზე ძალიან სწორი აქცენტებით თავისი ადგილი მიუჩინა რუსებს
- სესიაშვილი: რუსეთს კიდევ ერთხელ დავანახეთ, რომ არ ექნებათ მათ კომფორტული ფორმატი არსად