ჰოლივუდში კვენტინ ტარანტინოს მეცხრე ფილმის "Once Upon A Time In Hollywood"-ის პრემიერა და დახურული ჩვენება გაიმართა.
პრემიერას ფილმის მთავარი მსახიობები ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო, მარგო რობი და თავად კვენტინ ტარანტინოც ესწრებოდნენ. მათ გარდა, პრემიერაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები - სნუპ დოგი, ბრიტნი სპირსი, კრის ჰემსვორტი, ადრიანა ლიმა და სხვები. მთლიანობაში ღონისძიებას 900 ადამიანი დაესწრო.
ფილმის ჩვენება საღამოს 8 საათზე დაიწყო, მანამდე მიწვეული სტუმრები კამერებთან პოზირებდნენ.
კვენტინ ტარანტინოს მეცხრე ფილმის სიუჟეტი 1969 წელს ლოს-ანჟელესში განვითარებულ ამბებს, უფრო კონკრეტულად კი ამერიკელი სერიული მკვლელის ჩალზ მენსონის ისტორიას შეეხება.
ფილმს Sony იღებს და მას მაყურებლები კინოთეატრებში 2019 წლის 26 ივლისიდან იხილავენ.