ჰოლივუდის მსახიობების უმა თურმანის და ეთან ჰოუკის შვილი, 21 წლის მაია ჰოუკი თავისი სილამაზით და ნიჭით კინოსამყაროს იპყრობს.
ცოტა ხნის წინ, ახლაგაზრდა მსახიობი, კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის, Once Upon A Time In Hollywood-ის პრემიერაზე გამოჩნდა. ის ფილმში მენსონის კრიმინალური სექტის წევრის როლს თამაშობს.
საზოგადოებამ მაია Stranger Things-ის მესამე სეზონშიც იხილა.