ამ ინდოელმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ სიყვარულს ყველაფერი შეუძლია, როცა ტრადიციული ინდური ჩვეულებით დაქორწინდა.
ამიტ შაჰს და ადიტი მადირაჯუს ქორწილი ძალიან ლამაზი, ფერადი და მხიარული გამოვიდა. მათი ბედნიერების წუთები ფოტოგრაფმა ჩარმი პენამ გადაიღო. ქორწილის ფოტოები მალევე ვირუსულად გავრცელდა.
"ვიცოდი, რომ ინდური საზოგადოებისთვის რაღაც მნიშვნელოვანს ვიღებდი. მალევე უამრავი ლგბტ ადამიანი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ფოტოებმა მათ იმედი ჩაუსახა"- ამბობს პენა ბორედ პანდასტან.
32 წლის ამიტი ქორეოგრაფია, ხოლო 31 წლის ადიტი კი რისკების მენეჯერი. მათ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ, საერთო მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე გაიცნეს და საბოლოოდ ნიუ ჯერსიში, 2019 წლის 19 ივლისს დაქორწინდნენ.
ინდოეთში გეი ქორწინება ჯერ კანონიერი არ არის.