საქართველოს პარლამენტში წარდგენილი, ბიუჯეტის ცვლილების დოკუმენტის მიხედვით საგარეო ვალის მომსახურების საფასური 43 მილიონით ლარით გაიზარდა. ამ გაძვირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზადგ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობა სახელდება.
მიმდინარე წელს საგარეო ვალის მომსახურებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 1,273 მილიარდ ლარს გადაიხდის.
ამავდროულად მცირდება შიდა ვალის მომსახურების საფასური, შემცირება 6 მილიონი ლარს უტოლდება, როგორც დოკუმენტშია ნათქვამია მოცემული შემცირება საპროცენტო განაკვეთების შემცირებით არის გამოწვეული.
სულ შიდა ვალის მომსახურებაზე მთავრობა წელს 318 მილიონ ლარს დახარჯავს.