ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა წყალტუბოს აღორძინებაზე და მისთვის თანამედროვე, უნიკალური ფუნქციის შეძენაზე. კურორტის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება წყალტუბოსა და მის შემოგარენში. ამავდროულად, სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახები ღირსეული საცხოვრებლებით იქნებიან უზრუნველყოფილნი და მათ დასაქმების პერსპექტივაც გაუჩნდებათ. საბოლოო ჯამში, რეგიონში 15 000 – 20 000 ადამიანი დასაქმდება, რაც მთელი იმერეთის ეკონომიკურ აღმავლობას გამოიწვევს, სარგებლის მიღებას კი რაჭა ლეჩხუმის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის მოსახლეობაც შეძლებს. ვხედავთ ეროვნული მნიშვნელობის საქმის დასაწყისს. წარმატება მინდა ვუსურვო ამ წამოწყებას
ივანიშვილის ინიციატივა წყალტუბოში სასტუმროებისა და აბანოების შეძენაზე
ზაზა გაბუნია: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა წყალტუბოს აღორძინებაზე
tbl.ge/44v9
დაკოპირდა
პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, ზაზა გაბუნია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, სადაც ის წერს, რომ წყალტუბოში არსებული 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და შემდგომში მათ რეაბილიტაციას გეგმავს და რომ "კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა."
ზაზა გაბუნიაბიძინა ივანიშვილიივანიშვილის ინიციატივა წყალტუბოს რეაბილიტაციაზეწყალტუბობიძინა ივანიშვილის განცხადებაქართული ოცნებასაპარლამენტო უმრავლესობაივანიშვილის ინიციატივა წყალტუბოში სასტუმროებისა და აბანოების შეძენაზე