ჯგუფ Roxette-ის ვოკალისტი მარი ფრედრიქსონი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა - ოჯახის ინფორმაციით ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ავადმყოფობას ებრძოდა.
მარი ფრედრიქსონი 9 დეკემბერს, დილით გარდაიცვალა.
"მარი ფრედიქსონს მისი ქმარი და ორი შვილი ყველაზე მეტად გლოვობენ. ძალიან დიდი სევდით უნდა გაუწყოთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საყვარელი არტისტი გარდაიცვალა. ის დაკრძალული იქნება სიწყნარეში, მხოლოდ ოჯახის წევრების თანდასწრებით", - წერია ოჯახის განცხადებაში.
მარი ფრედრიქსონმა ჯგუფი Roxette პერ გესისთან ერთად 1986 წელს ჩამოაყალიბა. ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერებია: It Must Have Been Love, Listen To Your Heart, The Look და Joyride.