ახალ ზელანდიაში, ავსტრალიასა და იაპონიაში ახალი, 2020 წლის დადგომა უკვე აღნიშნეს.
ახალი წლის ღამეს საპროტესტო აქციები გრძელდება ჰონგ-კონგში. მომიტინგეები მოსახლეობას მოუწოდებენ 2020 წელს დემოკრატიისათვის ბრძოლა არ შეწყვიტონ. აქციების გამო ფეიერვერკის შოუ გააუქმეს და სანაცვლოდ 2020 წლის დადგომისას ყველაზე მაღალ შენობაზე ლაზერული პროექციები გამოჩნდება.