ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხობში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 58 წლის ქალი გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უკვე ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რამაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს.