იტალიაში, ქალაქ ბარიში, საქართველოს ორი მოქალაქე გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია დედა-შვილი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე პოლიცია მუშაობს და საქართველოს საკონულო სამსახური იტალიელ სამართალდამცავებთან კომუნიკაციაშია.
დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.