ფორსაჟის მეცხრე ფილმის პირველ ტიზერში თავისუფლების მოედანი ჩანს. 13 წამიან ვიდეოში, რომელიც დღეს გავცელდა, მთავარი როლის შემსრულებელი ვინ დიზელიც ჩანს.
ფილმის ფრაგმენტის გადაღებები თბილისში 1 თვის განმავლობაში, აგვისტოსა და სექტემბერში მიმდინარეობდა.
ტიზერში ფილმის ტრეილერის გამოსვლის თარიღი, 31 იანვარიც ჩანს. Fast and Furious-ის მეცხრე ნაწილის პრემიერა 22 მაისს გაიმართება.