დღეს განსაკუთრებით ავტორიტეტული სენატორების, რიშის და შაჰინის, განცხადება მოვისმინეთ, რომელიც ძალიან ღრმად და შინაარსიანად აღწერს, რა მდგომარეობაა საქართველოში, მაგრამ მოდი, ღიად ვთქვათ, რატომ ხდება ეს და რა მდგომარეობაა საქართველოში, რატომ კეთდება ასეთი უპრეცენდენტო განცხადებები სენატორებისა და კონგრესმენებისგან?
პირველი, ქართულმა ოცნებამ ბოლომდე ნიღაბი ჩამოიხსნა ამერიკის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში, როგორც პრორუსულმა ძალამ. ისინი Facebook-ში აფინანსებდნენ ანტიდასავლურ კამპანიას. მეორე, ქართული ოცნება დამნაშავეა ქართული დემოკრატიის ხელყოფაში და ამიტომ არის ასეთი მკაცრი განცხადებები და მესამე, ისინი ბოლომდე მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, საქართველოს სახელმწიფოს და არასდროს დაუჭერენ მხარს ისეთ ძალას, რომელიც ხელყოფს ადამიანების განვითარების შესაძლებლობას.
და ბოლოს, არ გვეგონოს, რომ ისინი ჩვენ ნაცვლად შეცვლიან ხელისუფლებას. ეს ჩვენი გასაკეთებელია, ჩვენს ხელშია გასაღები