Facebook გამოხმაურებები კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის Live ვიდეოზე, რომელიც მათ სტრასბურგში გამართული შეხვედრების შემდეგ, მიუნხენის აეროპორტიდან გაუშვეს.
კალაძისა და კობახიძის ვიზიტის შემდეგ, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ერთობლივი განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.
ევროპარლამენტის დასავლელი დეპუტატებისთვის და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მიუღებელი იყო ქართული ოცნების მიერ მომზადებული სამუშაო დოკუმენტი, ამიტომ კომიტეტს შესწორებები შესთავაზა, რომელსაც, თავის მხრივ, ქართულმა ოცნებამ არ დაუჭირა მხარი.