ერთერთმა ევროპარლამენტარმა გააკეთა ემოციურ ფონზე განცხადება იმის თაობაზე, რომ პოლიტიკოსების ადგილი უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან და არა - ციხეში. 48 მილიონი ლარი რომ მოიპაროს რომელიმე ჩვენგანმა გადასახადების გადამხდელების ფულიდან, ჩვენი ადგილი ნამდვილად არ უნდა იყოს მომავალში მოლაპარაკებების მაგიდასთან და პოლიტიკაში. შესაბამისად, უგულავას ადგილი სად არის, ეს მე არ ვიცი. ეს იყო სასამართლოს გადასაწყვეტი და სასამართლომ გადაწყვიტა, მაგრამ პოლიტიკაში 48 მილიონის მომპარავის ადგილი რომ არ უნდა იყოს, ეს, მე მგონი, თითოეული მოქალაქისთვის უნდა იყოს ნათელი
tbl.ge/4g62
დაკოპირდა
ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ, ამის შესახებ იმედის ეთერში ისაუბრა. ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა თქვა, რომ უგულავა, როგორც საკვანძო ფიგურა, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა - ციხეში. ნაჩო სანჩეს ამორი ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფს წარმოადგენს, რომლის წევრი ქართული ოცნებაცაა.
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ