საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ჯ.კ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ცნობით, მას ბრალი წარედგინა 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ და ვ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი (მძინარე) ოჯახის წევრის მკვლელობას.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანმა მამა გუშინ, 21 თებერვალს სანადირო თოფით მოკლა.
შსს-ის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში, დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა.
უწყების ინფორმაციით, კონფლიქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტოები იყვნენ.
2002 წელს დაბადებული ჯ.კ. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენიდან მალევე, სახლში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებს.