რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალიდან გატაცებული 17 წლის მოზარდი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას სუს-ში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ოკუპანტებმა მოზარდი დღეს, 23 თებერვალს მაშინ გაიტაცეს, როცა ტყეში შეშის შეგროვებას ცდილობდა.